English / ქართული / русский /
მურმან კვარაცხელია
სიღარიბის დაძლევა – საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა

ანოტაცია.

სტატიაში განხილულია საბაზრო ეკონომიკის ყველაზე მწვავე გამოწვევის – უმუშევრობის პრობლემები პოსტკომუნისტურ საქართველოში. გაანა¬ლიზებულია მისი გამომწვევი მიზეზები და ის მთავარი ფაქტორები, რომელმაც ხელი შეუწყო იმ არაორდინალური ტენდენციების ჩამოყალიბებას, რაც დამახასიათებელია ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე. სტატიაში ასევე განხილულია სიღატაკისა და სიღარიბის მაჩვენებელთა სისტემა, რომელსაც ადგილი აქვს საზოგადოებაში. ავტორი  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  სოფლის მოსახლეო¬ბის პრობლემას, რომლის უმეტესობა  სტატისტიკურად არ შედის უმუშევართა კატეგორიაში.

საკვანძო სიტყვები: სიღარიბე, უმუშევრობა, ეკონომიკური განვითარება.

გლობალიზაციის ეპოქამ რთული არჩევანის წინაშე დააყენა მსოფლიო ეკონომიკა.  საბჭოთა სისტემის მყისიერმა დანგრევამ ეკონომიკის კატასტროფული შედეგები გამოიწვია ახალ სუვერენულ ქვეყნებში. დღის წესრიგში დადგა  ახალი ორიენტაციის მყარი გზების ძიება. ისტორიული გამოცდილება კარნახობდა ევროპეიზმისკენ მიმავალ გძრელ გზაზე  უფრო ნათელი პერსპექტივის არსებობას, რის საფუძველსაც მყარად იძლეოდა ჩვენი დიდი წინამორბედების სწორად გააზრებული ორიენტაცია. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, კაპიტალიზმის ჩასახვის მომენტიდან, ქართული საწარმოო ძალის მენტალიტეტი არსებითად მოერგო მის იდეოლოგიას, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ღრმად იკიდებდა ფესვებს საზოგადოებრივ ეკონომიკურ განვითარებაში.

მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან ისევე მყისიერად შეწყდა ქვეყნის ბუნებრივ-საზოგაოდებრივი განვითარება და იგი აღმოჩნდა მარქსისტული მონოიდეოლოგიის დიქტატის ქვეშ. ფაქტობრივად, შვიდ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში შენდებოდა ავტოკრატიული სახელმწიფო წყობილება, რომელსაც ისტორიაში ანალოგი არ მოეპოვებოდა. მას გააჩნდა ბევრი დადებითი, მაგრამ უფრო მეტი უარყოფითი თვისება, რამაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა მის არსებობას. ქვეყანა აღმოჩნდა დილემის წინაშე, ისევ უკან უნდა დაბრუნებოდა იმ ისტორიულ ნიშნულს, რომელშიც საუკუნის წინ იდგა, მაგრამ უკვე სხვა რეალობაში. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მაშინდელი კაპიტალისტური ანუ საბაზრო ურთიერთობები ბევრად ჰგავდა დღევან¬დელს და ქვეყანას ბევრი რამის ხელახალი გამოგონება არ სჭირდებოდა, მაგრამ წარსულშიც ჩახედვა არავის არ სჭირდებოდა და: „სხვისი ბაძით“ უფრო ადვილი და მარტივი გზების ძიება დაიწყო.

ქვეყანამ გააკეთა თავისი არჩევანი - დასავლური ორიენტაცია. ამას ხელი შეუწყო ევროპის მიერ საქართველოს აღიარებამ, რაც გამოიხატა საგარეო კურსის მხარდაჭერაში. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ევროპეიზმის შესახებ დიდი ქართველი მოაზროვნე და „ერის მამა“ ილია ჭავჭავაძე წერდა: „ჩვენს ისტორიაში უფრო ბევრია ფესვნი ერთობისა, ვიდრე განყოფისა“ და ამიტომ ჩვენი ვალია პირველი ვახეიროთ და მეორე ამოვძირკვოთ. .. [ი.ჭავჭვაძე, 1].

ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ბოლო 25 წელიწადში საინტერესოდ ჩამოყალიბდა საქართველოს მდგომარეობა. ქვეყნის აღმშენებლობა, მიუხედავად მისი სერიოზული გარღვევებისა, დიდი შეფერხებებით მიმდინარეობს. მოსახლეობის ცხოვრების დონე, ყველაზე თვალსაჩინო კრიტერიუმი ქვეყნის სიძლიერისა, დაბალია – მთლიანი შიდა პროდუქტით  მო-სახლეობის ერთ სულზე 116-ე ადგილზე ვიმყოფებით მსოფლიო თანამეგობრობაში. ეს აღმოჩნდა შედეგი მრავალი შიდა გამოწვევისა, როგორიცაა: სიღარიბე, უმუშევრობა, უწიგნურობა, ჯანმრთელობის პრობლემა და უთანასწორობა [2].

საინტერესოა ის, რომ ქვეყანაში კონტრასტული ტენდენციები ყალიბდება. ერთ მხარეზე აღმოჩნდა მდიდართა და შეძლებულთა ფენა, ჯგუფი, რომელიც მცირერიცხოვანია, მაგრამ ქვეყნის განვითარების ვექტორის განმსაზღვრელი [5].

მეორე მხარეზე აღმოჩნდა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებმაც ქონებაცა და რწმენაც დაკარგა. ნიჰილისტურმა განწყობამ მთავრ მიზნად თვითგადარჩენა დაუსახა.

ამ პერიოდში მიმდინარე ტრანსფორმაციულმა პროცესებმა უამრავი ნეგატიური გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს მოსახლეობა ბოლო პერიოდის განმავლობაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით დასტურდება, რომ ტენდენცია ფრიად დამაფიქრებელია.

„საქსტატის“ ბოლო მონაცემები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 21,3 პროცენტი ანუ აბ-სოლუტურ მონაცემებში 792 ათასი ქვეყნის მოქალაქე სიღატაკის ზღვარზე იმყოფება. წინა წლის მაჩვენებელი 20,8 პროცენტს შეადგენდა. აქედან ცხადია, ტენდენცია უარესდება. აქ უკვე, ჩვენი აზრით,  საჭიროა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის არსებითად შეცვლა და აქტივიზაცია სხვადასხვა ფართომასშტაბიანი პროექტების ამოქმედების თვალსაზრისით.

აქ ერთ გარემოებასაც უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ქვეყანაში ეკონომიკისა და გარე ინვესტიციების ზრდის ტემპი საკმაოდ სტაბილურია - 3-4 პროცენტის ფარგლებში. ამ შემთხვევაში იკვეთება გარკვეული პარადოქსი _ ეკონომიკისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე მატულობს მოსახლეობის სიღატაკის დონე, რაც სოციალური უთანასწორობის ზრდის მაჩვენე-ბელიცაა. ჩვენი აზრით, ასეთი ტენდენცია გამოწვეულია მოსახლეობის პრივილეგირებული ნაწილის მაღალშემოსავლიანობით, რომლებიც დასაქმებულია მაღალანაზღაურებად შრომის ბაზარზე არაკონკურირებად გარემოში.

მეტად საინტერესოა სიღარიბის მაჩვენებლებიც. ასე მაგალითად, რეგისტრირებული სიღარიბე 2007 წლის 6,4%-დან 2010 წელს გახდა 9,7% და 2014 წელს კი - 11,6%. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ცხოვრების დონე კლებადი ტენდენციით ხასიათდება [4].

ასეთი მოვლენები არ შეიძლება მხოლოდ დღევანდელი პროცესებით შევაფასოთ.

ღია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რომელშიც ბუნებრივად აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა, იგი გახდა ეგზოგენური ფაქტორების ობიექტი. მემკვიდრეობით მიღებული  ღარიბი ინ-ტელექტუალური პოტენციალის გამო რთული აღმოჩნდა ეკონომიკის გარდაქმნის რაციონალური სტრატეგიის განსაზღვრა. ეს განპირობებული იყო ორი ისტორიული ეპიცენტრის არსებობით, - რეალური დამოუკიდებლობის პროცესის დაწყებით და საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის აუცილებლობით.

ფაქტია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებას ეკონომიკური პროცესების რღვევა, კერძოდ, სამუშაო ადგილების დაკარგვა და გაუქმება მოჰყვა. შემდეგ განხორციელდა ფულის რეფორმა და დაიწყო ძველი მენტალიტეტის სასტიკი ნგრევისა და საშუალო ფენის ჩამოყალიბების უკიდურესად შენელებული პროცესის დაწყება. ამის უამრავი მიზეზი არსებობდა საზოგადოებაში. არ შეიძლება იმაზე დაყრდნობა, რომ მაკროეკონომიკური მიდგომებით შეიქმნას ხელსაყრელი პირობები მეწარმეობის საბაზრო ფორმების ავტომატურად აღმოცენებისთვის. მთავარია დასაქმებისა და უმუშევრობის დონის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი პირობების შექმნა. დღევანდელი მდგომარეობით მცირე მეწარმეობის განვითარება შეფერხებულია. ამის ნათელი დადასტურება არის ის, რომ ქვეყანაში მცირე მეწარმეობა - მისი საზოგადოებრივი ფორმა _ მცირე ბიზნესი მხოლოდ  მთლიანი შიდა პროდუქტის  მეათედს იძლევა. აქ აშკარად ჩანს მათი ორგანიზაციის დაბალი დონე. ამიტომ აუცილებელია მსხვილი და მცირე საწარმოების ინტე-გრაციული ერთიანობა, რასაც სჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული საშუალო ფენის ჩამოყალიბება. თუმცა საშუალო ფენის  როლსა და ადგილს განსაზღვრავს საკუთრება, მისი მაღალი ეფექტიანობით  გამოყენების პოტენციალი.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: 2015 წელს საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებულია 30 მილიარდი ლარის პროდუქცია (12 მლრდ $). აქედან მცირე საწარმოებზე მოდიოდა 3 მლრდ ლარი,  ანუ 10 %, საშუალოზეც  10 %. დასაქმების მიხედვით მცირე საწარმოებზე მოდიოდა 27%, საშუალოზე – 6%. მცირე საწარმოებში ანაზღაურება 443 ლარი იყო, საშუალოში – 650 ლარი, მსხვილში - 1130 ლარი, მთლიანად ბიზნესსექტორში კი – 900 ლარს შეადგენდა. აქედან ჩანს, რომ მცირე საწარმოში ანაზღაურება ბიზნესსფეროში ანაზღაურების მხოლოდ 49% შეადგენდა [ნ. ჭითანავა, 3].

ახლა გვინდა შევეხოთ ერთ მეტად პარადოქსულ მოვლენას, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს სინამდვილეში. ეს არის ყველა ქვეყნის მარადიული პრობლემა - უმუშევრობა, რო-მელიც საბაზრო ეკონომიკის თანმდევი პროცესია. ექსპერტთა გათვლებით, 90-იანი წლებიდან დაწ-ყებული, მსოფლიოში უმუშევრობის დონე საშუალოდ 5,9 – 6,3 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა. ასე მაგალითად, აშშ-ში  უმუშევრობის ბუნებრივი დონე 6,5 პროცენტამდეა. ყველაზე მაღალი უმუ-შევრობის დონე 2002 წელს იყო, ხოლო ყველაზე დაბალი მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწ-ყებამდე _ 2007 წელს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში უმუშევრობა თითქმის არ იყო, თუმცა შრომის ანაზღაურების არაადეკვატური სისტემა იძლეოდა კორუფციის მყარ საფუძველს, რაც დეფიციტური საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორიც იყო.

პოსტკომუნისტურმა ეპოქამ სუვერენული სახელმწიფოები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. უმთავრესი გახდა ფინანსური დეფიციტი ანუ ინვესტიციები, ახალ გარემოსთან ადაპტირების გამოუცდელობა, საგარეო ვალების აღება, იმპორტზე დამოკიდებულება, რომელიც დღევანდელ პირობებში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე არსებით გავლენას ახდენს. ყოველივე ამან უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაზარდა და მნიშვნელოვნად გაუსწრო მსოფლიო საშუალო მაჩვენებელს. ეს ყველაფერი კი მოსახლეობის ქვეყნიდან გადინების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორი გახდა. საქართველოს მოსახლეობა 1990-2016 წლებში შემცირდა 31,6 პრო-ცენტით [5].

უმუშევრობასთან დაკავშირებით „პოსტსაბჭოური პარადოქსები“ [6] მდგომარეობს იმაში, რომ  ბევრ ქვეყანაში სოფლად სტატისტიკურად დასაქმებულებს მიკუთვნებული მოსახლეობის დიდი ნა-წილი შემოსავლების არმქონე ფაქტობრივი უმუშევრებია. საქართველოში კი სოფლის ყველა მცხოვრები, ვისაც 2500 კვადრატული მიწის ფართობი ერიცხება, დასაქმებულების კატეგორიაში გადის. პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციებისა და ეკონომიკურ ზრდას თან არ ახლავს უმუშევრობის დონის შემცირება. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ქვეყანაში უმუშევართა დახმარებისა და დასაქმების ხელშემწყობი ინსტიტუციური სისტემა არ არსებობს, რის გამოც რეგისტრაციას უმუშევართა შედარებით მცირე ნაწილი გადის. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკონომიკის რეალური სექტორი არ არის მაღალგანვითარებული, საგარეო ვალების დონე მაღალია, იმპორტდამოკიდებულების მასშტაბები ზრდადია (ამაზე მეტყველებს ექსპორტ-იმპორტის სალდო), ინოვაციური ეკონომიკა ახლა იწყებს არსებითად განვითარებას. ამის შედეგია სწორედ ის, რომ პოსტსაბჭოთა ეკონომიკების წილი მსოფლიო ეკონომიკაში მხოლოდ 2,7 პროცენტია. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ამ ქვეყნების ეროვნული რესურსები მნიშვნელოვან  გავლენას  ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე.

დასკვნა

ზემოთ ნათქვამი გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროცესი თანდათანობით  მიდის და საკმაოდ  სტაბილურია. თავად ობიექტური პროცესი - საბაზრო პრინციპებზე გადასვლა - ქვეყნის წინსვლის მთავარი ვექტორი ხდება, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ სუსტია საბაზრო ეკონომიკური სისტემა. თუმცა ნეგატიური და პოზიტიური მხა¬რეების შედარებისას, შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური ჭარბობს, რაც ქვეყნის მომავლის სტრატეგიას წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ჭავჭავაძე ილია. თხზულებანი, თბილისი, 1989.

2. ჭითანავა ნოდარ. წერილების ციკლი. „საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “IVERIONI”, 2017. 2.03; 6.03; 10.03; 14.03.

3. Avtandil Silagadze, “Post-Soviet Paradoxes” of Unemployment Rate. (საქართველოს   მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის მოამბე, ტ.11, #1, 2017.

4. ასათიანი რ. გლობალიზაცია: ეკონომიკური თეორია და საქართველო. თბილისი, 2010.

5. პაპავა ვ. პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა. თბილისი, 2002.